L. (Poeciloscytus cognatus cognatus Fieb.) ბაღლინჯო პოლიფაგი მავნებელია. მისი მატლები და იმაგო წუწნით აზიანებენ მრავალი სახეობის კულტურულ და სარეველა მცენარეს. ახალგაზრდა მცენარის დაზიანების შედეგად მისი ფოთლები იკრუნჩხება და ხმება. საბოლოოდ მცენარე იღუპება. მოზრდილი მცენარეების შემთხვევაში მავნებელი მის წვეროებზე, შედარებით ნაზ ნაწილებზე გადადის და იქ აგრძელებს წუწნას. ამ შემთხვევაში მცენარის ძირხვენი წონას და შაქრიანობას კარგავს. სათესლე ჭარხლის დაზიანების შემთხვევაში მარცვალი ფშუტეა. ბაღლინჯო საქართველოში ძირითადად აღმოსავლეთ დასავლეთ რაიონებშია გავრცელებული. შაქრის ჭარხლისათვის საშიშია მცენარის დაზიანება პირველი თაობის მატლების მიერ, განსაკუთრებით მშრალსა და ცხელ ამინდში. პირდაპირი ზიანის გარდა, მისი მავნეობა მატულობს იმითაც, რომ ისევე, როგორც მრავალი სხვა სახეობის მწუწნ მწერს, ჭარხლის ბაღლინჯოსაც შეუძლია მოზაიკური დაავადების გამომწვევი ვირუსის გადატანა დაავადებულ მცენარიდან ჯანსაღზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.