L. (Bothynoderes puctiventris Germ.) ცხვირგრძელას ზიანი მოაქვს როგორც მატლის, ისე იმაგოს ფაზაში. მატლები აზიანებენ მცენარის ფესურებსა და ფესვებს, აჩენენ ხვრელებს, რის გამოც უკანასკნელთა დამახინჯებას იწვევენ. ასეთი დაზიანების შედეგად ხშირად ახალგაზრდა მცენარე იღუპება. დაზიანების გამო მცენარეში შაქრიანობა მნიშვნელოვნად მცირდება. ხოჭო ღრღნით აზიანებს მცენარის მიწისზედა ნაწილებს. თავდაპირველად ფოთლის ყუნწით იკვებება, შემდეგ კი ღეროსა და ფოთლებზე გადადის, ხოჭოს ინტენსიური გამრავლების დროს ნათესი თითქმის მთლიანად ნადგურდება. ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელას საქართველოში შედარებით ნაკლები მნიშნელობა აქვს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ შაქრის ჭარხლის ფართობების ზრდის შემთხვევაში ამ სახეობის განვითარებისათვის ოპტიმალური პირობები შეიძლება შეიქმნას და იგი მასობრივად გამრავლდეს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.