L. (Pegomyia hyoscyami Ppanz) ბუზს ზიანი მატლის ფაზაში მოაქვს. მისი მატლები ფოთლის პარენქიმაში იჭრებიან და ამ უკანასკნელის დაზიანების შედეგად ნაღმებს აჩენენ. დაზიანების ადგილას ბუშტისებური ამონაბურცები ჩნდება. დიდი რაოდენობით მატლების მოდებისას მცენარე ძლიერ სუსტდება, ვინაიდან ფერხდება ასიმილაციის პროცესი. ბუზი ფართო არეალით ხასიათდება. გვხვდება ყველგან საქართველოში, აზიანებს სუფრისა და შაქრის ჭარხალს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.