C

ჭა ჭვ ჭი ჭკ ჭრ ჭუ
ჭალ ჭაო ჭარ

ჭარხლის აღმონაცენის ფესვის სიდამპლე

ფესვის სიდამპლე ჯერ კიდევ მცენარის აღმოცენების პერიოდში იწყება. პირველ ხანებში, როცა სიდამპლე ღეროს ზედაპირულ ქსოვილებშია გავრცელებული, მცენარეს ავადმყოფობა არ ემჩნევა. ავადმყოფობის პირველი ნიშანი ლებნის ქვეშ, მუხლთან ან ფესვთან ჩნდება. ჯერ პატარა მურა ლაქების სახითაა, შემდეგ ის თანდათან იზრდება და ბოლოს ახალგაზრდა ღეროს მთლად უვლის გარშემო. დაავადებული ნაწილი წვრილდება, შავდება, აღმონაცენების ზედა ნაწილის გაწვრილებული სიმძიმეს ვეღარ უძლებს და გადაწვება, ისევე როგორც ჩითილების დაავადების დროს. სამი დღის განმავლობაში, ავადმყოფობისათვის ხელსაყრელი პირობების დროს, ნაკვეთებზე გადარგული ნერგების დიდი რაოდენობა იღუპება და ნათესები მეჩხერდება. ამის გამო, ნაკვეთებზე განმეორებით გამორგვას ატარებენ. ხშირად ღივები აღმონაცენების მოცემასაც ვერ ასწრებენ და ნიადაგშივე ლპებიან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9