C

ჭა ჭვ ჭი ჭკ ჭრ ჭუ
ჭალ ჭაო ჭარ

ჭარხლის ფომოზი ანუ ჭარხლის გულის სიდამპლე

L. (Phome betae Frank.)
ეს ავადმყოფობა იწვევს ჭარხლის ყველა ორგანოს დაავადებას - ფოთლების, ღეროს, ნაყოფისა და ძირხვენისაც. ავადმყოფობა შუა ზაფხულიდან იჩენს თავს. პირველად ლაქები ქვედა ფოთლებზე ვითარდება, რომელთაც ხანში შესვლის გამო, სასიცოცხლო ფუნქციები შენელებული აქვთ. შემდგომში, თანდათან ზედა ფოთლებზე გადადის, ყველა შემთხვევაში სოკო ფოთლის ფირფიტაზე სხვადასხვა ზომის მომრგვალო ყავისფერ ლაქებს აჩენს: ასეთი ლაქები იფარება სოკოს ნაყოფიანობისაგან შექმნილი შავი წერტილებით - პიკნიდიუმებით, რომელთა ლაქაზე კონკრეტულ რგოლებად არის განლაგებული. ავადმყოფობისათვის ხელშემწყობი პირობების დადგომის შემდეგ ფოთლიდან სოკოს მიცელიუმი ღეროზედაც გადადის. შესაძლებელია ღეროდან ძირხვენის ზედა ნაწილზე გადავიდეს, სადაც მთავარი კვირტია მოთავსებული. ღერო დამოუკიდებლადაც ავადდება: უჩნდება წვრილი თეთრი ლაქები, რომლებიც ისევე როგორც ფოთოლზე, იფარება პიკნიდიუმებით. ამის გამო აცადმყოფობასაც სიდამპლეს ან გულის სიდამპლეს უწოდებენ. შავი სიდამპლით დაავადებული მიზეზად ნიადაგში კირის უქონლობას თვლიან. ძირხვენების თავზე მოხვედრილი მიცელიუმი იწყებს ნიადაგში კირის უქონლობას თვლიან. ძირხვენის თავზე მოხვედრილი მიცელიუმი იწყებს მცენარის ქსოვილის დაშლას. ჯერ ზედაპირულს, შემდეგ კი სიღრმეში ვრცელდება და შავად ალპობს. ვეგეტაციის დროს შეიძლება, ძირხვენების დაავადება იმდენად ღრმად არ წავიდეს, მაგრამ შენახვის პერიოდში დაავადება გრძელდება და ამას მთელი ძირხვენის დალპობა მოსდევს. ასეთ სიდამპლეს ამჩნევენ გაზაფხულზე. ფომოზით ხშირად სათესლე მცენარეებიც ავადდება. აქ ფოთლებსა და ღეროებზე იგივე ხდება, რაც ჩვეულებრივ ერთწლოვან მცენარეებზე; დამატებით კი ნაყოფების დაავადებებს იწვევს. როდესაც სათესლე მასალას ვიღებთ. თესლებზე შავი პიკნიდიუმები ადვილად შესამჩნევია. ამიტომ, ასეთი თესლი არ უნდა გამოვიყენოთ, რამდენადაც ნერგების სიდამპლეს იწვევს. დაავადებულ ორგანოებზე განვითარებულია სოკოს ნაყოფიანობა პიკნიდიუმების სახით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9