L. (Cercospora beticola Sacc.) ჩვეულებრივი მოვლენაა ჭარხალზე. საშუალო სიძლიერის დაავადებების დროს მას შეუძლია დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ იმ წლებში, რომელიც ბევრი წვიმიანი დღით და შედარებით დაბალი ტემპერატურით ხასიათდება, მცენარეს საკმაოდ საგრძნობ ზიანს აყენებს. საქართველოს მეჭარხლეობის რაიონებში ყველგან გვხვდება შაქრის საკვებ ჭარხალზე. ხშირად საკვებ ჭარხალზე დაბლობ და ნესტიან ადგილებში დაავადება ისეთი მძიმე ფორმით გვხვდება, რომ ჭახლის ქვედა ფოთლები მთლად გამხმარი და დაცხავებული იყო. ჭარხლის ცერკოსპორა იწვევს ჭარხლის ფოთლების ლაქიანობას. ნაკვეთზე ავადმყოფობა შემდეგი სახით გვხვდება: როდესაც ავადმყოფობა სუსტადაა წარმოდგენილი, მაშინ ცალკე ფოთოლზე წვრილი ლაქები ვითარდება. ლაქებს პირველად დასრულებულ ქვედა ფოთლებზე ვამჩნევთ. თითოეული ლაქა მონაცრისფერო და მუდამ აშკარა წითელი არშია აქვს შემოვლებული. რითაც სხვა ლაქიანობისაგან ადვილად განსხვავდება. წითელი არშიით შემოვლებული ლაქები ჩიტის თვალს მოგვაგონებს, რის გამოც ინგლისელებმა ავადმყოფობას ჩიტისთვალა შეარქვეს. ავადმყოფობის განვითარება და გაძლიერების დროს ლაქების რიცხვი ძლიერ მატულობს; ფოთლის ფირფიტა ისე ივსება ლაქებით, რომ მთლიანად ხმება. გახმობა სულ ქვედა ფოთლებიდან იწყება და თანდათან უფრო ახალგაზრდა ფოთლებზე გადადის. გამხმარი ფოთლები მიწაზეა გართხმული და ლპება. ლაქის ცენტრი თეთრია, იგი მალე იშლება და ნალაქარი იჩვრიტება, ხოლო ფოთლის ფირფიტა დაცხავებული რჩება. ამ ხანში შუა ფოთლებიც დაავადების ნიშნებს ატარებენ, ხოლო მთლად ახალგაზრდა ფოთლები დაავადებულნი არ არიან და სრულიად საღი შეხედულება აქვთ. ასეთი დაავადების დროს ნაკვეთი მეტად დამახასიათებელ სურათს იძლევა. რაკი ქვემოთა ფოთლები მკვდარია და მიწაზე გართხმული, წვერის ფოთლები ნორმალურად დგანან. წარხლის მწკრივები უფრო მკვეთრადაა გამოსახული, დამპალ დაავადებულ ფოთლებში სოკო იზამთრებს და მეორე წელს ისევ აახლებს აცადმყოფობას. ცერკოსპორა მცენარეს აყენებს შემდეგ ზიანს: ფოთლების დაავადების გამო ასიმილაციის ნორმალური მსვლელობის დარღვევა ხდება, რაც ძირხვენების განვითარებაზე მოქმედებს. მართალია, გამხმარი ფოთლები ვეგეტაციის დასასრულს აღარ შეიმჩნევა, თითქმის ყველა ფოთოლი თავის ადგილზეა, მაგრამ შუა ზაფხულში ფოთლების უდიდესი ნაწილის ხდება, რაც გავლებას ახდენს ძირხვებების შაქრიანობაზე. როდესაც ჭარხლის ფოთლები საშუალოზე ნაკლებადაა დაავადებული, ე.ი. როცა მისი ფოთლების 30-40% გამხმარია, მოსავალი 6% - ით ნაკლები გამოდის. თუ დაავადება საშუალო სიძლიერისაა, ე.ი. ფოთლების 50 – 60% - ია დაავადებული, მოსავალი 18% - ით ნაკლებია. ხოლო ძლიერი დაავადების შემთხვევაში კი, როცა ფოთლების 80- 90% - ია გამხმარი, მოსავალი 35% - ით ნაკლებია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.