ჭარხალზე სამი სახის ვირუსული ავადმყოფობაა აღნიშნული: ჭარხლი მოზაიკა, კალიფორნიული ავადმყოფობა ანუ ჭარხლის სიხუჭუჭე და რგოლლაქიანობა. აქედან თავისი გავრცელებით და მავნეობით ჭარხლის მოზაიკა და კალიფორნიის ავადმყოფობა იქცევს ყურადღებას, რგოლლაქიანობა კი, ჭარხალზე იშვიათი მოვლენაა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.