აღნიშნული ავადმყოფობა ჩვეულებრივ მოზაიკის ტიპისაა და ფოთლის სიჭრელით ხასიათდება. ფოთლის ფირფიტაზე ჩნდება მრავალი ღია ფერის ლაქა, რომელიც უბრალო შეხედვით ძნელი გასარჩევია. სამაგიეროდ, დაავადებული ფოთლის ფირფიტა სინათლეზე გასინჯვით ადვილი შესამჩნევია ერთმანეთში არეული, მოყვითალო და ნორმალურად შეფერილი მწვანე ლაქები. დაავადებული ფოთოლი, რაც უფრო ახალგაზრდაა, მით უფრო აჭრელებულია მოზაიკისაგან. რამდენად ფოთოლი ხანში შედის, დაავადების გარეგნული ნიშნები თანდათან ქრება, და ბოლოს, შეუმჩნეველი ხდება. მოზაიკური სურათის ასეთი შექერვა ემჩნევა ერთწლოვან ნარგავებს და სათესლეებსაც. ამ უკანასკნელზე, მოზაიკის ნიშნები ხელახლა გამოჩნდება. ფოთლის ფირფიტა, გარდა აჭრელებისა, ხშირად დეფორმასიაც განიცდის. ნაცვლად ნორმალური მოყვანილობისა, ფირფიტა ლანცეტის მსგავსი ხდება. შესაძლებელია ვეგეტაციური ნაწილის ძლიერი ზრდაც გამოიწვიოს, იშვიათად, ქსოვილების ნეკროზიც, ე.ი ფოთლის ფირფიტის ნაწილის ძლიერი ზრდაც გამოიწვიოს, იშვიათად, ქსოვილების ნეკროზიც, ე.ი. ფოთლის ფირფიტის ნაწილი კვდება, რის გამოც ფირფიტაზე გამხმარი ლაქები ჩნდება. ავადმყოფობის გარკვეული ნიშნები მუდამ არ არის შეამჩნევი. მოზაიკის გამოჩენისათვის მნიშვნელობა აქვს ტემპერატურას. ავადმყოფობას ფარული ხასიათი მიეცა, თუ ტემპერატურამ 21⁰C – ზე ზევით აიწია, მაშინ ძველ ფოთლებზე ავადმყოფობის ნიშნები ქრება. ავადმყოფობა პირველად ადრე გაზაფხულზე ძირხვენიდან პირველი ფოთლების განვითარებისთანავე, სათესლე ნაკვეთებზე ჩნდება. სათესლე ნაკვეთებზე ავადმყოფობის პირველი გამოჩენა იმითაა გამოწვეული, რომ სარგავი ძირხვენები ავადმყოფობის პირველ წელს იყო დაავადებული, ე.ი. დაავადებული ძირხვენები დაირგო. ასეთ პირობებში ბუნებრივია ავადმყოფობა დაავადებული ძირხვენებიდან განვითარებული პირველ ფოთლებზე გამოვლინდა. ჭარხლის პირველი წლის მცენარეებზე მოზაიკა ზაფხულიდან იწყება. მცენარე ავადდება სათესლე ნაკვეთებიდან. ნათესები რაც უფრო ახლოა დაავადებულ სათესლე ნაკვეთებიდან. მითუფრო მეტადაა ავადმყოფობა გავრცელებული. ჭარხლის მოზაიკის მიერ მიღებული ზარალი ცვალებადია. იგი დამოკიდებულია დაავადების სიმძლავრეზე, ხანგრძლივობასა და ჯიშზე. ჭარხლის მოზაიკის მთავარი გამავრცელებელი მწერებია ბუგრები, მეტადრე ატმის ბუგრი და სხვა. საინკუბაციო პერიოდი 12-14 დღე გრძელდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.