C

ჭა ჭვ ჭი ჭკ ჭრ ჭუ
ჭკნ

ჭკნობა

შეიძლება გამოიწვიოს გარემო ფაქტორმა - წყლის ნაკლებობამ ან პარაზიტებმა. პარაზიტების შემთხვევაში ჭკნობა შეიძლება იყოს ტრაქეომიკოზული (იწვევენ სოკოები) და ტრაქეობაქტერიოზული (იწვევენ ბაქტერიები). ორივე შემთხვევაში პარაზიტები აცობენ ჭურჭლებს, რის გამოც ფესვებიდან წყალი მიწისზედა ორგანოებს ვეღარ გადაეწოდება და მცენარე ჭკნება. ზოგჯერ ადგილი აქვს ტოქსიურ ჭკნობას. ამ დროს ჭურჭლები დაცობილი არ არის, მაგრამ პათოგენების ძლიერი ტოქსინები იწვევენ მცენარის მოწამვლას და მის სწრაფ ჭკნობას. ჭკნობა-პროლიფიკაცია ანუ სიმახინჯე – ამ დროს ორგანო ვითარდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9