C

ჭა ჭვ ჭი ჭკ ჭრ ჭუ
ჭია ჭინ

ჭინჭრის ნაყენი

ჭინჭრის ნაყენი არის მცენარისთვის ზრდის რეგულატორი და სტიმულანტი. მას აქვს პრევენციული მოქმედება ჭრაქის წინააღმდეგ კარტოფილისთვის და ვაზისთვის. მარტო მისი გამოყენება თავიდან ვერ აგვაცილებს ჭრაქის შემოტევებს. ჭინჭრის ნაყენის გამოყენება სხვა მცენარეულ ნაყენებთან, თიხებთან ან მცირე დოზით სპილენძთან უფრო კარგ შედეგებს მოგვცემს ვიდრე მისი მარტო გამოყენება. მევენახეობაში ის გამოდგება მწერების კარგ რეგულატორად. ეს ნაყენი დადებითად მოქმედებს ასევე ახალგაზრდა მარცვლოვნებისთვის მათი უკეთ განვითარებისთვის გაზაფხულზე. უნდა გამოვიყენოთ 800გ-დან 1 კილოგრმამდე ახალი ჭინჭარი ან 100 გრამი გამხმარი ჭინჭარი 5 ლიტრი წყლისთვის. ჭინჭრის მოკრეფის საუკეთესო სტადიაა ყვავილობის დასაწყისი, მანამ მცენარე გაიკეთებს თესლებს. ჭინჭარი ჩავყაროთ ცივ წყალში და გავაცხელოთ. ნაყენი უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე და გავაჩეროთ 10-20 წუთი. განვაზავოთ წვიმის წყალში 35-50 ლიტრ შესასხურებელ ნაზავამდე 1 ჰექტარზე. ნაყენს შეიძლება დაუმატოთ სხვადასხვაგვარი თიხები (კაოლინიტი და მონტმორილიონიტი) დაახლოებით შესასხურებელი სითხის 0.5 _ 1,0%. მარია ტუნის მიხედვით სასურველი იქნება, რომ შევასხუროთ მზის ჩასვლისას. ეს ნაყენი ძალზე გამოყენებადია მევენახეობაში ის შეგვიძლია გამოვიყენოთ სპილენძიან და გოგირდოვან პრეპარატებთან ერთად. ეს ხელს შეუწყობს ამ ნივთიერებების ჩვეულებრივი დოზებით გამოყენების შეცვლას. საყურადღებოა რომ ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული თიხის დამატება რომელიც სპილენძთან ცუდად რეაგირებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9