C

ჭა ჭვ ჭი ჭკ ჭრ ჭუ
ჭრა

ჭრაქი

L. (Plasmopara viticola Berl. Er de Toni)
აავადებს ფოთლებს, ყვავილედს და მტევნის ნაწილებს. ფოთლის ზედაპირზე მოყვითალო-მომწვანო კრიალა ლაქა წარმოიქმნება. დაავადების გაჩენის პირველი ნიშანია ლაქა ფოთლის ქვედა მხრიდან იფარება თეთრი ფიფქით, რომელიც შემდეგ მუქდება და ხმება. დაავადებულ ყვავილედზე კოკრები და შემდეგ ნასკვები წვიმიან ამინდში თეთრი ფიფქით იფარება, ხოლო მშრალ ამინდში დაავადებული ყურძნის მარცვალზე და ფოთოლზე ჭრაქისთვის დამახასიათებელი ფიფქი იშვიათად ვითარდება. დაავადების დასადგენად საჭიროა ფოთოლი და მარცვალი მოხვდეს ნოტიო გარემოში. ისრიმობის დროს დაავადებულ მარცვალს ყუნწის მიმაგრების ადგილას უჩნდება ნაცრისფერი ლაქა, რომელიც მას მთლიანად ფარავს. სიმწიფეში შესული ნაყოფი იშვიათად ავადდება. ამ შემთხვევაში დაავადებულ ნაყოფზე წარმოიქმნება ჩაზნექილი მოლურჯო ლაქა, ხოლო ფიფქი არ ვითარდება. ძლიერ დაავადებული მარცვალი რბილდება, ყავისფერდება და ადვილად ვარდება. ჭრაქის გამომწვევი სოკო ზამთრობს დაავადებულ ჩამოცვენილ ფოთლებში ნიადაგის ზედაპირზე სპორების სახით. გაზაფხულზე წვიმიანი ამინდისა და 11 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს ბაგეების გზით ფოთლებში იჭრება დაავადების გამომწვევი სოკო, ვაზის დაავადება ძირითადად ღამით ხდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9