სრული მეტამორფოზის მქონე მწერების განვითარების ერთ-ერთი ფაზა, რომელიც ჩვეულებრივ უმოძრაოა და არ იკვებება. შეესაბამება არასრული მეტამორფოზის მქონე მწერების ნიმფას. მასში მიმდინარეობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი: ჰისტოლიზი და ჰისტოგენეზი. ჰისტოლიზის დროს მატლის შიგთავსი ერთგვაროვან მასად იქცევა, იშლება ის ორგანოები, რომლებიც დამახასიათებელია მატლის ფაზისათვის და არ ესაჭიროება ზრდასრულ ფაზას. ჰისტოგენეზი კი არის პროცესი, რომლის დროსაც ყალიბდება იმაგოსათვის დამახასიათებელი ორგანოები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.