ხახვის ბუზი პირველ რიგში აზიანებს ხახვს, შემდეგ ნიორს. ბუზის მატლები აზიანებენ ხახვს როგორც მწვანე ნაწილებს, ისე ბოლქვებს. ძლიერ დაზიანებული ბოლქვი მოყვითალო ჟანგისფერს იღებს. მისი ფოთლები ყვითლდება. ბოლოს მცენარე მთლიანად იღუპება. დაზიანებულ ბოლქვებში გამომწვევი ბაქტერიები და სოკოები და ლპობას იწვევენ. სათესლე ხახვი უფრო მეტად ზიანდება, ვიდრე მწვანე სახმარი ხახვი. ბუზი ჭუპრის სახით ზამთრობს ნიადაგსა და საწყობებში. ჭუპრებიდან ბუზების გამოფრენა იწყება გაზაფხულზე იკვებებიან სხვადასხვა მცენარის ნექტრით. ხახვის ბუზი წელიწადში 3 თაობას იძლევა. მავნებელი საქართველოს თითქმის ყველა რაიობშია გავრცელებული. სადაც მისი უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა დიდია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.