L. (Galerucella tenella L.) ეს მავნებელი ხენდროს და მარწყვის ფოთლებს აზიანებს; ხოჭოები ფოთლის რბილობს ჭამენ. მასზე ხვრელებს აკეთებენ. მატლები ყვავილის რბილობით იკვებებიან. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ფოთოლი ხმება, ნაყოფი ვითარდება. ხოჭო იზამთრებს ჩამოცვენილი ფოთლებისა და მცენარეული ნარჩენების ქვეშ. ზამთრობიდან გაზაფხულზე გამოდიან, ხენდროს ფოთლების ზრდის დასაწყისში რითაც შემდგომ თვითონი კვებებიან. კვერცხებს ყვავილობის წინ, ფოთლების ქვედა მხარეზე დებენ. ერთ მდედრს 200-მდე კვერცხის დადება შეუძლია. კვერცხები წვრილია, მოვარდისფრო-მოყვითალო ფერის. 10-15 დღის შემდეგ კვერცხებიდან მატლები იჩეკება და ფოთლებით იკვებება. მატლის სიგრძე 5 მმ-მდეა, ყვითელი შეფერილობის, სხეული დაფარულია მოკლე ბეწვით, ზურგზე აქვთ მუქი-ყავისფერი ლაქები. 20-30 დღის შემდეგ მატლები ამთავრებენ განვითარებას და ცადიან ნიადაგის ზედა ფენებში, სადაც ჭუპრდებიან, აქედან გამოსული ზრდასრული ხოჭოები ფოთლებით იკვიბება და მალე იზამთრებენ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.