C

ხა ხე ხვ ხი ხნ ხო ხრ ხს ხუ
ხევ ხელ ხენ ხეო ხეხ

ხეხილის წითელი აბლაბუდიანი ტკიპა

L. (Panonychus ulmi Koch.)
ეს ტკიპა საქართველოს ყველა რაიონშია გავრცელებული და თვალსაჩინო ზიანი მოაქვს. აღმოსავლეთ საქართველოს იმ ბაღებში, სადაც ტკიპებს არ ებრძვიან, აგვისტოში ხეხილის ფოთლის (კულტურის მიხედვით) დაზიანება ხშირად 100% აღწევს. მავნებლის მკვებავი მცენარეებია: ვაშლი, მსხალი, თუთა, ალუბალი, ბალი, ქლიავი, ატამი, ნუში, ზღმარტლი, ხურნა, ლეღვი და სხვა. ტკიპა კვერცხის ფაზაში ზამთარს ატარებს მკვებავი მცენარეების კვერტების ფუძეებში, მათ დანაოჭებულ ადგილებში, იღლიებში, ტოტებზე, გამოტოტვის ადგილებში, ახალგაზრდა ნარგავების შტამბზე და სხვა, ტკიპა კვერცხებს ჯგუფ - ჯგუფად დებს, თუმცა ერთეულებსაც ვხვდებით. კვერცხი, ისევე როგორც თვით ტკიპა, ნარინჯისფერ-წითელია, წაგრძელებული ღერაკით. გადაზამთრებული კვერცხებიდან მატლები აპრილიდან შუა მაისამდე იჩეკება. ახალგამოჩეკილი ექვსფეხიანი ვარდისფერი მატლები ადვილად შესამჩნევია ჯერ კიდევ კვირტებზე, ახალ გაშლილ ფოთლებზე, ყვავილებსა და მათ ყუნწებზე. გაზაფხულის თაობისა და შემგეგ ზაფხულის თაობის მდედრები 3-4 დღიანი მოსვენების ფაზაში შემდეგ კვერცხის დებას იწყებენ ფოთლებზე, უმთავრესად, ქვედა მხარეზე, ფოთლისა და ნაყოფის ყუნწზე, ნაყოფის ჯამზე, ყლორტებზე და ა.შ. უკანასკნელი თაობის (შემოდგომაზე) ტკიპები მოზამთრე კვერცხის დებას აგვისტოში იწყებს, რაც ფოთოლცვენამდე გრძელდება. ხეხილის ტკიპა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში ექვს თაობამდე იძლევა. მას ერთგვარი მიდრეკილება ახასიათებს ჰაერის შეფარდებით მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურისადმი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9