C

ხა ხე ხვ ხი ხნ ხო ხრ ხს ხუ
ხევ ხელ ხენ ხეო ხეხ

ხეხილის მურა ტკიპა

L. (Bryobia redikorzevi Reck.)
საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ის ძირითადად ხეხილის მწვანე ყლორტებს, ფოთლებს, ყვავილებს და მწვანე ნაყოფს აზიანებს. მას ზიანი მოაქვს როგორც ზრდასრულ, ისე მატლის ფაზაში. მურა ტკიპა წელიწადში ექვსი გენერაციის მოცემას ასწრებს; ზამთარს ატარებს კვერცხის ფაზაში, შტამბისა და ტოტების კანზე, გამხმარი ქერქის ქვეშ, ნაპრალებში, განტოტვის იღლიაში, კვირტების ფუძეში და სხვ. ტკიპას მკვებავი მცენარეებია: ვაშლი, მსხალი, კომში, ალუბალი, ქლიავი, გარგარი, ატამი, ნუში, ლეღვი, ბროწეული და სხვ. მოზამთრე კვერცხები საკმაოდ დიდი ყინვაგამძლეობით ხასიათდება. აღმოსავლეთ საქართველოში გადა ზამთრებული კვერცხებიდან მატლების გამოჩეკა აპრილის პირველ ნახევარში აღინიშნება, როდესაც დღეღამური საშუალო ტემპერატურა 9 - 10⁰ C-ს აღწევს. ტკიპის კვერცხის პროდუქცია 19-30 ფარგლებში მერყეობს. დაბალი ტენიანობა კვერცხების 30-40%-ში ემბრიონის დაღუპვას იწვევს. მოზამთრე კვერცხის დება შუა აგვისტოდან იწყება და თითქმის ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ეს კვერცხები ზაფხულში დადებული კვერცხებისაგან განსხვავებით, ფიფქითაა დაფარული, რაც მათ ყინვებისაგან იცავს. გარდა კლიმატური პირობებისა, მურა ტკიპას რიცხოვნობას არეგულირებენ მისი ბუნებრივი მტრები, განსაკუთრებით მტაცებელი ტკიპები და მტაცებელი ხოჭო სტეტორუსი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9