L. (Bacterium tumefaciens Sm. Et T.) ხეხილის ბაქტერიული კიბოს გამომწვევი ორგანიზმი პოლიფაგია. იგი თითქმის ყველა თესლოვან და კურკოვან კულტურას აავადებს. ბაქტერია ყინვებით, მექანიკური და სხვა მიზეზებით დაზიანებული ადგელებიდან იჭრება მცენარეში და ქსოვილების დაზიანებას იწვევს, რის შედეგად უჯრედები სწრაფად იყოფა და იზრდება, როგორც მოცულობით, ისე რაოდენობრივად. ქსოვილების სწრაფი ზრდის შედეგად ფესვებზე და ფესვის ყელთან წარმოიქმნება კორძები, რომლებიც ზოგჯერ საკმაოდ დიდ სიდიდეს აღწევს. კორძები გაზაფხულზე წარმოიქმნება, ხოლო შემოდგომაზე იშლება და მათში მოთავსებული ბაქტერიები ნიადაგში ვრცელდება. საქართველოში განსაკუთრებით ძლიერ ზიანდება ატამი. დაავადება ქრონიკული ხასიათისაა, მცენარეს თანდათანობით ასუსტებს და ბოლოს მთლიანად ახმობს. იგი განსაკუთრებით საშიშია მოუვლელი, დასუსტებული მცენარეებისათვის. დაავადებას ხელს უწყობს ჭარბი ტენი, მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ნიადაგის რეაქციასაც, ტუტე ნიადაგებზე უფრო ფართოდ ვრცელდება, ვიდრე მჟავეზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.