L. (Pteronidea ribesii scop.) ეს ხერხია ხურტკმელის გარდა წითელ და თეთრ მოცხარსაც აზიანებს, მაგრამ შავ მოცხარზე არ ვითარდება. მავნებელი მოწითალო-მოყვითალო ფერისაა, შავი თავით. ამ სახეობის მატლი მოყავისფრო-მწვანეა, სიგძით 18 მმ-მდე. მისი სხეული დაფარულია მრავალრიცხოვანი შავი პატარა ბუსუსებით; აქვს წყვილი ფეხი. მარლი ბუჩქის ძირში, ნიადაგის ზედა ფენაში ზამთრობს და იქვე ჭუპრდება. პეპელა ნიადაგიდან მოცხარსა და ხურტკმელის ყვავილობის დროს გამოფრინდება და მაშინვე იწყებს კვერცხისდებას. ერთი მდედრი 150-მდე კვერცხს დებს, ათავსებს რა მათ ფოთლის ქვედა მხარეზე, მთავარი ძარღვის გასწვრივ ჯაჭვისებურად. კვერცხები კარგადაა შესამჩნევი. კვერცხებიდან მატლების გამოჩეკა 7-14 დღის შემდეგ იწყება. ყვითელი ხერხია წელიწადში ორ-სამ თაობას იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.