[(Uromyces pisi (Pers) Schort.)]
აღნიშნული ჟანგა ორბინიანი სოკოა, ცხოვრობს რძიანაზე და ბარდაზე. რძიანა ადრევე ავადდება. გაზაფხულზე დაავადებულ რძიანას მოყვითალო ფერი აქვს, ფერხდება მისი ზრდა და ფოთლებზე უამრავი ნარინჯისფერი, ჯამის მაგვარი ეციდიები აქვს განვითარებული. ეციდიოსპორები გადადის ბარდაზე, სადაც დაავადების პირველი ნიშანი ზაფხულის პირველ ნახევარში ჩნდება, ჯერ ურედოსპორების, შემდეგ კი ტელეიტოსპორების სახით. ზაფხულის სპორების განვითერების დროს ფოთლის ქვედა, ან იშვიათად ზედა მხარეც, იფარება ყვითელი მეჭეჭებით, შემდეგ კი შავზამთრის ანუ ტელეიტოსპორებად გადადის. უკანასკნელი დაზამთრების შემდეგ ბაზიდიოსპორებს იძლევა, რომელიც ხელახლა გადადის რძიანაზე, საიდანაც მიცელიუმი მრავალწლიან ფესურებში გადადის და ყოველ გაზაფხულზე დაავადებულ ყლორტებს ივითარებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.