L. (Ustilago tritici (pers.) Rostr.) ეს დაავადება საქართველოში ყველგანაა გავრცელებული, უფრო მეტად – საგაზაფხულო ნათესებში. დაავადებისას თავთავი მთლიანად დაშლილია და გადაქცეულია სპორებისაგან შემდგარ შავ მტვრად. დაუშლელი რჩება მხოლოდ თავთავის მთავარი ღეროები. დაავადების გამოჩენა ყვავილობის ფაზას ემთხვევა და კარგად ჩანს მწვანე ნათესებში. დაავადების განვითარების ციკლი ორ წელიწადს გრძელდება. პირველ წელს ის მიცელიუმის სახით ზამთრობს თესლის ჩანასახში, მეორე წელს კი ხორბლოვანთა თესლთან ერთად ვითარდება. დაავადება დათავთავების დროს ჩნდება, როდესაც ფოთლის ვაგინა იხსნება. მასში შავი ფერის შავი ქლამიდოსპორებია, რომლებიც შემდეგ ჰაერის ნაკადით ადვილად ვრცელდება. გადატანილი სპორები თავთავის საღ ნაწილს ხვდება, ლორწოიანი დინგი ადვილად იჭერს სპორებს, რომლებიც მაშინვე იწყებენ განვითარებას, იჭრებიან თესლკვირტში და გადაიქცევიან მიცელიუმად, რომელიც შემდეგ ჩანასახის მთავარ ნაწილში შედის. მარცვალი თითქოს ნორმალურად ვითარდება, არ კარგავს აღმოცენების უნარს. სოკო ამ სახით ზამთრობს. მეორე წელს მარცვალთან ერთად ღივდება, მისი მიცელიუმი მისდევს მარცვლის ზრდის წერტილს, მიაღწევს თავთავის ჩანასახამდე, განვითარდება და მთლიანად შლის ნასკვებს. ჩვეულებრივ, სოკოს მოქმედებით მთელი თავთავი იშლება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.