C

ხა ხე ხვ ხი ხნ ხო ხრ ხს ხუ
ხორ

ხორბლის მყრალი, ანუ სველი გუდაფშუტა

L. (Tilletia tritici (Bjerk). და Tilletia levis Kuhn)
დაავადების ნიშნები მარცვლეულის რძის სიმწიფის პერიოდში მღჟავნდება. ამ ფაზაში თავთავი ჩვეულებრივზე უფრო ფართოა, აქვს მომწვანო მოლურჯო ელფერი. „რძის“ ნაცვლად მისგან ტრიმეთალინის სუნის მქონე (დამარილებული ქაშაყის სუნი) მუქი ფერის სითხე გამოიყოფა. დაზიანებული თესლი ადვილად ისრისება. მისგან შავი ცხიმოვანი მტვრისებური ტელიოსპორების მასა გამოიყოფა. მოსავლის აღებისას სპორები ჯანსაღ თესლზე ხვდება და ნიადაგში მოხვედრისას მასში რჩება. თესლის გაღივებისთან ერთად იზრდებიან ტელიოსპორები, რომლებიც გაივლიან რა თავისი განვითარების რამდენიმე სტადიას, ორბირთვიან მიცელიუმს წარმოქმნიან. იგი აზიანებს აღმოცენებულ მცენარეს, დიფუზიურად ვრცელდება მთელ მასაში. აღწევს თავთავამდე და ანადგურებს მარცვალს, რის გამოც მარცვალი გუდაფშუტას პარკუჭად გარდაიქმნება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9