C

ხა ხე ხვ ხი ხნ ხო ხრ ხს ხუ
ხორ

ხორბლის მყრალი ანუ სველი გუდაფშუტა

L. (Tilletia tritici (Bjerk) Wint. და Tilletia levis Kuhn)
ეს დაავადება საქართველოში ყველგანაა გავრცელებული, სადაც კი ხორბლის კულტურას აწარმოებენ, და თავისი ეკონომიკური მნიშვნელობით პირველ ადგილზე დგას გუდაფშუტოვან დაავადებებს შორის. საღი თავთავები ქვევითაა დახრილი, დაზიანებული კი სწორად დგას, სუსტადაა განვითარებული და მოლურჯო-მომწვანო ფერი გადაკრავს. მარცვალს კბილები და ფხები გადაწეული აქვს ისე, რომ შიგნიდან კარგად ეტყობა მარცვლები, რომლებიც თავისი სირბილის გამო ადვილად ისრისება. მარცვლის შიგნითა ნაწილი გადაქცეულია სპორებად, რომლებიც შედგება დამახასიათებელი მყრალი სუნის მქონე სველი, შავი მასისაგან. დაავადება გაღივების დროს ვითარდება. იქ შეჭრილი სოკოს ზრდის მილი იტოტება, გადაიქცევა მიცელიუმად და მიჰყვება მცენარის ზრდის წერტილს; თავთავის ჩასახვის პერიოდში იწყებს ძლიერ განვითარებას და ნასკვის გულს მიცელიუმით ავსებს, ხოლო შემდეგ – ქლამიდოსპორებით. ამ უკანასკნელის გავრცელება ძირითადად მარცვლის მექანიკური დაზიანების შემდეგ ხდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9