L. (Urocystis tritici Korn) ეს გუდაფშუტა ჩვენს პირობებში იშვიათადაა გავრცელებული და მცირე მავნეობით გამოირჩევა. აავადებს მცენარის ყველა ორგანოს. დაავადება პირველად ძირითად ფოთლებზე, ძარღვების მიმართულებით შავი ხაზების სახით ჩნდება. უკანასკნელი ჯერ ეპიდერმისითაა დაფარული, შემდეგ კი მისი დაშლის გამო შავი ფხვიერი ხაზი ჩნდება. რაც უფრო ძლიერადაა ფოთლები დაავადებული, მით მეტი და გრძელია ხაზი. ფოთოლოი ვერ იზრდება. ჩვეულებრივ, ფირფიტა იშლება ძარღვების გასწვრივ და ცარიელი ბოჭკოები რჩება. დაავადება უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ვაგინა ავადდება, იგი ვეღარ იხსნება, რაც მცენარის სიგრძეზე განვითარებას ხელს უშლის. უკანასკნელ შემთხვევაში, როდესაც თავთავი ვაგინიდან ჯერ კიდევ არაა ამოსული, მათი ერთმანეთთან შეზრდა ხდება. თავთავი ვეღარ აღწევს თავს ვაგინას, რის გამოც თავთავის ღერო გამოხეთქავს ხოლმე ვაგინის კედელს და გვერდზე ყულფივით რჩება. უმეტეს შემთხვევაში თავთავი სრულებით არ ამოდის და მცენარის წვერი იგრიხება, დეფორმირდება და საბოლოოდ ხმება. მარცვლის დაავადება იშვიათია. ღეროზე განვითარებული შავი მტვერი სოკოს ნაყოფიანობაა. ინფექცია თესლის ზედაპირზე ან ნიადაგში იზამთრებს, ხოლო მცენარის დაავადება გაღივების პერიოდში ხდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.