C

ხა ხე ხვ ხი ხნ ხო ხრ ხს ხუ
ხორ

ხორბლის სეპტორიოზი

L. (Septoria gramineum Desm.; S. Nodorum Berk.)
სხვადასხვა სახეობის სოკოებითაა გამოწვეული. დაავადება ფოთლებზე და თავთავზე ვლინდება. დაავადებულ ფოთლებზე და ღეროებზე წარმოიქმნება მომწვანო-ყვითელი ფერის ოვალური ფორმის ლაქები, რომლებიც ზოგჯერ რუხი არშიით არის შემოსაზღვრული. მოგვიანებით ლაქები ზომაში იზრდება, იღებს არასწორ ფორმებს: შემდეგ შავი წვრილი წერტილების სახით პოკნიდიუმები წარმოიქმნება. წერტილები შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ფოთლები მწვანე შეფერილობას კარგავენ და ხმებიან, ხოლო ღეროების ზედაპირი ნაოჭდება. თავთავზე დაავადება ლაქების სახით ვლინდება, რის გამოც თავთავი აჭრელებულია, ზოგჯერ კი რუხ ფერს იძენს. დაავადების გამომწვევი სოკო ნიადაგში აღმონაცენის ლპობას იწვევს, ხოლო მოზრდილ მცენარეებში _ კვანძების გამურაფერებას და ღეროების დაცემას. სეპტორიოზმა შესაძლოა თავთავის გაუფერულებაც გამოიწვიოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს თესლის ბჟირობას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9