C

ხა ხე ხვ ხი ხნ ხო ხრ ხს ხუ
ხორ

ხორბლის ფუზარიოზი

L. (Fusarium graminearum Schw.)
ეს დაავადება ჩვენს პირობებში გავრცელებულია ყველგან. დაავადება ჩნდება თავთავის კილებზე და ღეროებზე თეთრი მიცელიუმის ფიფქის სახით, რომელიც თანდათან მოწითალო-პირისფერი ხდება. სოკო ქსოვილების სიღრმეში აღწევს, არღვევს თავთავის კილებს და გადადის მარცვალში. დაავადებული მარცვალი საღთან შედარებით მომცროა, აფშრუკული და წონითაც ნაკლებია. თუ ფუზარიუმით დაავადებული მარცვალი ბევრია დასაფქვავ ხორბალში, შეიძლება გამოიწვიოს „სიმთვრალის“ მოვლენა, რადგან სოკო პურში შემავალი ცილოვანი ნივთიერებების დაშლას იწვევს, საიდანაც შხამები წარმოიქმნება. მისი პურად გამოცხობა დაუშვებელია (მინარევში 1%-ს არ უნდა აჭარბებდეს). მიცელიუმი მარცვალში 2–3 წლის განმავლობაში ინახება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9