L. (Puccinia striformis West.) ამ ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით გავრცელდა. უფრო მეტად გავრცელებულია ქართლის რაიონში. იგი ხშირად მურა ჟანგასთან ერთად გვხვდება და დიდი ზიანი მოაქვს. დაავადება ვითარდება მცენარის განვითარების ადრეულ სტადიებში და დათავთავებამდე ძლიერდება. ფოთლოლზე წარმოიქმნება ყვითელი ფერის მეჭეჭები, რომლითაც ზოგჯერ ის მთლიანად იფარება და ხმება. ხანდახან მცენარის ცარიელი ღერო და თავთავია მხოლოდ შერჩენილი. მეჭეჭები, გარდა ფოთლებისა, თავთავის ნაწილებზეც გვხვდება, ძირითადად კილებზე. დაავადება გამოირჩევა ფოთლებზე მეჭეჭების დამახასიათებელი განლაგებით. წვრილი მეჭეჭები ერთ რიგადაა განლაგებული, რის გამოციქმნება ხაზები. ასეთი მეჭეჭებისგან შემდგარი ხაზები, ხშირად, მრავალი ვითარდება, ერთმანეთთან ახლოა და პარალელურად მიემართებიან. მეჭეჭების მწკრივად განლაგებით, აშკარა ყვითელი ფარით და ხაზების სიწვრილით ყვითელი ჟანგა ადვილად გამოიცნობა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.