C

ხა ხე ხვ ხი ხნ ხო ხრ ხს ხუ
ხორ

ხორბლის ხაზური მოზაიკა

L. (Wheat Spindle Streak Mosaic Virus (WSSMY)
დაავადება გავრცელებულია საქართველოს მრავალ რაიონში. ფოთლებზე ვლინდება ღია მწვანე ხაზები ან ზოლები, რომლებიც ფოთლის ძარღვების პარალელურადაა განლაგებული. დაავადებული მცენარეები ჩამორჩებიან ზრდაში და არ იძლევიან პროდუქციულ ღეროს. ლაქები თანდათან იზრდება. ფოთლები ყვითლდება და ჭკნება. ცალკეულ ღეროზე მარცვლები ყალიბდება, მაგრამ აფშრუკყლია და ამის გამო მოსავალი მცირდება. ვირუსების გადამტანებია ტკიპები. საინკუბაციო პერიოდი 8 – 11 დღე, ვირუსი მცენარეში ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს. ვეგეტაციურ ორგანოებში გროვდება დიდი რაოდენობით ნახშირწყლები და არა ცილოვანი აზოტი, მკვეთრად მცირდება ცილების სინთეზი, რითაც აიხსნება მცენარის ზრდაში ჩამორჩენა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9