L. (Pulvinaria peregrine Borchs.) ეს მავნებელი გავრცელებულია ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, ოზურგეთის და სხვა რაიონებში. აზიანებს სუბტროპიკულ ხურმას, მსხალს, პანტას, ციტრუსებს, დეკორატიულ მცენარეებს და ა.შ. ხურმის ბალიშა ცრუფარიანა ზამთარს მეორე ასაკის მატლის ფაზაში, თავისი მკვებავი მცენარეების გამერქნიანებულ ორგანოებზე ატარებს. ის წელიწადში მხოლოდ ერთ თაობას იძლევა, რასაც კომპენსირებას უკეთებს კვერცხის საკმაოდ დიდი პროდუქცია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.