C

ხა ხე ხვ ხი ხნ ხო ხრ ხს ხუ
ხურ

ხურმის ნაცრისფერი სიდამპლე

L. (Botrytis diospyri Brizi)
ეს სიდამპლე სუბტროპიკულ ზონაში ძლიერ გავრცელებული დაავადებაა. ის სუბტროპიკულ და კავკასიურ ხურმაზე ფოთლებს, ნაყოფებს, ყლორტებს და ერთწლიან ტოტებს ავაადებს. დაავადება თითქმის ყოველ წელს აღინიშნება იმ რაიონებში, სადაც ეს კულტურა გვხვდება. ცალკეული ორგანოების დაავადების სიმპტომები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. უფრო ხშირად ავადმყოფობა გაზაფხულზე მჟღავნდება წვეროს ტოტებზე, რომელიც ზამთრის პერიოდში დაზიანდა დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით. ვეგეტაციის დაწყების შემდეგ მწვანე ყლორტებზე დაავადება აჩენს მურა ლაქებს, რომლებიც თანდათან დიდდება და შემორკალავს მათ, საბოლოოდ იწვევს ზედა ნაწილის ხმობას. ფოთლებზე პირველად ღია მწვანე ფერის ლაქები ჩნდება, რომელიც ჯერ ფოთლის კიდეებზეა შესამჩნევი, თანდათან დიდდება, ფოთლის ფირფიტის დიდ ნაწილს იკავებს და ყავისფერდება. ნესტიან პირობებში ლაქების ზედაპირი იფარება ნაცრისფერი სოკოს ნაყოფიანობით, დაავადებული ფოთლები ცვივა. ნაცრისფერი სიდამპლე აავადებს აგრეთვე ყვავილებს და ნასკვებს, რომლებიც იფარება ნაცრისფერი ფიფქით, საბოლოოდ ისაც ცვივა. სოკო უმეტესად ნაყოფებს აავადებს. ავადმყოფობა პირველად ვლინდება ნაყოფებზე ყუნწის მიმაგრების ადგილზე მურა ლაქების სახით, სიდამპლე თანდათან ნაყოფის სიღრმეში ვრცელდება და მთლიანად დალპობამდე ცვივა ნიადაგზე. ნაყოფი იფარება ნაცრისფერი ხავერდოვანი ფიფქით. ასეთი ფიფქი ხეზე შერჩენილი ნაყოფის ყუნწზე და ჯამის ფოთლებზეც შეიმჩნევა. დაავადებით გამოწვეული ზიანი დამოკიდებულია მისი განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო პირობების არსებობაზე, ზოგჯერ ავადმყოფობა ნაყოფების 40- 50% - ის ცვენას იწვევს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9