L. (Phomosis diospyri Rob.) თავისი უარყოფითი ეკონომიკური მნიშვნელობით არ ჩამორჩება ხურმის ნაცრისფერ სიდამპლეს. ისიც ფითლების, ნაყოფების და ტოტების დაავადებას იწვევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტოტების დაავადება, რადგან მასზე კიბოსებრ წარმონაქმნებს აჩენს. ტოტების ხნოვანების მიხედვით ავადმყოფობის სიმპტომები განსხვავებულია. ერთწლიანი ტოტების დაავადება ყოველთვის ფოთლების მიმაგრების ადგილიდან იწყება, რომელზეც ყავისფერი ლაქები ჩნდება. სოკოს ნაყოფიანობა შავიწერტილების სახით ვითარდება ორ-სამწლიან ტოტებზე ლაქები მოშავო ფერისაა, კიდეებზე კი კალუსს ივითარებს, რომლებზეც გასწვრივი ბზარები შეიმჩნევა, როცა ასეთი ლაქები ტოტს ირგვლივ უვლის, ტოტი ხმება. ავადმყოფობა განსაკუთრებით ნესტიან პირობებში ძლიერდება. სიმწიფეში შესული ნაყოფი ყუნწის მხრიდან იწყებს ლპობას და ცვივა, ხოლო ჯამის ფოთლები მცენარეზე რჩება და იფარება სოკოს ნაყოფიამობით. ფოთლები ნაკლებად ავადდება, თუმცა მათზეც ყავისფერი ლაქები შეიმჩნევა, რომლებიც საღი ნაწილისაგან მუქი არშიითაა გამიჯნული. პიკნიდიალური ნაყოფიანობა შავი წერტილების სახით გამოიხატება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.