L. (Macrophoma diospyri Earia) აავადებს მხოლოდ ნაყოფებს, ძალზე იშვიათად - ფოთლისა და ნაყოფის ყუნწებს. ბოლო ხანებში აღინიშნება ფოთლების და ყლორტების დაავადებაც. მაკროფომოზი დაავადებულ ფოთლებზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის მკვეთრად გამოსახული ყავისფერი ლაქები ვითარდება, რომლებზედაც გაბნეულია ნაყოფსხეულები - პიკნიდიუმები, რომლებიც პირველად ეპიდერმისის ქვეშ ვითარდება, მისი გარღვევის შემდეგ სპორები გარეთ გამოიყრება. ნაყოფები დაავადების დროს მუმიფიცირდება, მათ კანზე განვითარებულია მრავალი პიკნიდიუმი. ხშირად ყლორტების დაავადებასაც იწვევს, რომლებზეც აჩენს სხვადასხვა ზომის მოგრძო ლაქას, მათზე გაბნეული პიკნიდიუმებით. ზოგჯერ ლაქებზეც შეიმჩნევა სიგრძივი ბზარები ან კიბოსებური წარმონაქმნები, ხშირად წებოს დენაც აღინიშნება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.