L. (Colletotrichum kaki Maffei) ხურმის ყავისფერი ლაქიანობა ნაყოფებსა და ფოთლებზე გვხვდება. ფოთლებზე ის ყავისფერ ლაქებს იწვევს, უმეტესად - წვეროსა კიდეებზე, რომლებიც თანდათან ნაცრისფერი ხდება. ლაქებზე შეიმჩნევა შავი წერტილები, რაც სოკოს ნაყოფიანობაა. ნაყოფები უმეტეს შემთხვევაში ავადდება მომწიფების პერიოდში, სადაც ყავისფერი ლაქები წარმოიშობა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.