C

ხა ხე ხვ ხი ხნ ხო ხრ ხს ხუ
ხურ

ხურმის პესტალოტია

L. (Pestalotia diospyri Syd.& p.Sud)
ფოთლებზე მოწითალო-ყავისფერ ლაქებს აჩენს, რომლებიც შავი ფერის არშიითაა შემოვლებული. ხშირ შემთხვევაში ლაქები ფოთლის დიდ ნაწილს ფარავს და ახმობს. დაავადების დროს ფოთლის ქვეშ შავი წერტილები სოკოს ნაყოფიანობა ვითარდება. ამ დროს ლაქები ნაცრისფერი ხდება, ხშირად გამოვარდება და მხოლოდ ფოთლის ძარღვების ბადისებური ქსოვილები რჩება. ნაყოფები განვითარების სხვადასხვა ფაზაში ავადდება. დაავადება განსაკუთრებით ნაყოფის ჯამის ფოთლებსა და ნაყოფის ყუნწებს აზიანებს, ზოგჯერ მათ ცვენასაც იწვევს. ნოტიო პირობებში დაავადებულ ნაყოფებზე შავი ფერის ლორწოვანი მასა - სოკოს ნაყოფიანობა ვითარდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9