აბზინდის ნახარშს აქვს რეპელენტური (რეპულსიური) მოქმედება მრავალი მწერის და კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ა დ ნ ა ყ ო ფ ჭ ა მ ი ა ს , კომბოსტოს პეპლის, ფოთოლჭამიას, ლობიოსა და ცერცვის შავი ბუგრების და სტაფილოს ბუზის წინააღმდეგ. ესხურება 2 ან 3 ჯერ 2 დღის გამოტოვებით. ის გამოიყენება მევენახეობაშიც ჭიჭინობელის და პეპლების ძლიერი შემოსევისას. მიწაზე მოყრის შემთხვევაში მას ექნება რეპულსიური თვისება ლოქორების წინაააღმდეგ. აქვს ასევე ფუნგიციდური თვისება მოცხარის ჟანგას წინააღმდეგ. აბიოტური პროცესები - ცოცხალი ორგანიზმების ჩაურევლად მიმდინარე პროცესები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.