სოკოებთან შედარებით ნაკლებად გავრცელებული ჯგუფია. ბაქტერიული დაავადებების (ბაქტერიოზების) გამომწვევი არიან ბაქტერიები- ერთუჯრედიანი ორგანიზმები უმდაბლესი მცენარეების ჯგუფიდან. ისინი მცენარეში იჭრებიან არსებული ბუნებრივი გზით ან ჭრილობების საშუალებით. ბაქტიერები უმთავრესად უბრალო დაყოფით მრავლდებიან. ხელსაყრელ პირობებში ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ბაქტერიების უმრავლესობას აქვს ჩხირისებური ფორმა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მოძრავია. ამიტომ სწრაფად ედებიან მცებარეულ კულტურებს, იწვევენ სიდამპლეს, ხმობას, წანამატების წარმოქმნას და სხვ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.