ჟანგეულების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა Fe₂O₃. კრისტალდება ტრიგონურ სინგონიაში. აქვს ნაცრისფერი კრისტალები, ელვარება -ნახევრადლითონური. სიმაგრე მინერალური სკალით 5,5-6. წარმოიქმნება სხვადასხვა გენეტიკური ტიპის საბადოებში. ჰემატიტი რკინის ერთ-ერთი ძირითადი მადანია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.