L. (Mayetiola destructor Say) ზოგიერთ წლებში მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს. ის განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლსა და კახეთში. მატლები ორი სახის დაზიანებას იწვევენ. შემოდგომაზე დაზანებული ღეროები გაზაფხულზე აღერებამდე ოდნავ მსხვილდებიან, ფოთლის ფირფიტები კი უხეშდებიან. ასეთი ღეროები შემდეგში იღუპება. ძლიერ დაზიანებული ღეროები იხრებიან, იხლართებიან და მნიშვნელოვნად (30 – 70% - ით) ამცირებენ მოსავალს მავნებელი წელიწადში ორ თაობას იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.