C

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიბ ჰიგ ჰიდ ჰიპ ჰის

ჰიდროკომპლექსი

N-12,4%, P₂O₅ - 11,4%, K₂ O-17,7, MgO-2,65%, S-8%, Fe-0,20%, Zn-0,02%, Mn-0,02%, B-0, 015. გრანულირებული კომპლექსური სასუქია მანგანუმით, გოგირდითა და მიკროელემენტებით. ამ სასუქის გამოყენება უზრუნველყოფს გოგირდს, მანგანუმისა და ბორის დეფიციტის თავიდან აცილებას, რომელსაც ხშირად ადგილი აქვს მიკროელემენტების გარეშე ჩვეულებრივი ან კომპლექსური სასუქებით მცენარის გამოკვებისას. იგი გამოიყენება როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. მთლიანად ხსნის პესტიციდების გამოყენებით გამოწვეულ სტრესს კარტოფილსა და ბოსტნეულში, რისთვისაც საკმარისია 2-3 კგ/ჰა. ჰიდროკომპლექსი შეიტანება თესვისას. ლოკალურად მწკრივში, მისი შეტანის ნორმაა 200-300 კგ/ჰა. ძალიან ეფექტურია სათბურებში მცენარეთა გამოკვებისათვის ნაყოფის წარმოქმნის ინტენსიურ პერიოდში. ხელით შეტანისას ნორმა შეადგენს 15-გრ/მ², მთელი ვეგეტაციის პერიოდში 2-3-ჯერ. ჰიდროკომპლექსის უპირატესობაა, ბალანსირებული შემადგენლობა, ყველა ელემენტი კარგად ხსნადია და სწრაფად შეითვისება მცენარის მიერ; ფოსფატების სამი ფორმა (სწრაფად, ძნელხსნადი ფოსფატები და პოლოფოსფატები უზრუნველ-ყოფს მცენარეს ფოსფორით დიდი ხნის განმავლობაში; არ შეიცავს ქლორიდებს. გრანულების ერთგვაროვანი ზომის გამო თანაბრად ნაწილდება ნიადაგის ზედაპირზე (90% გრანულების დიამეტრის ზომა 2 – 4 მმ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9