განპირობებულია წყალბად-იონების იმ რაოდენობით, რაც ნიადაგის შთანთქმის კომპლექსიდან გამოძევება ჰიდროლიზურად ტუტე მარილების ხსნარის მოქმედებით. მჟავიანობა მჟღავნდება სუსტი მჟავა და ძლიერი ფუძის მარილის ხსნარით (ძმარმჟავა ნატრიუმის მარილი CH₃COONa, რომელიც წყალში გახსნისას ელექტროლიტურ დისოციაციას განიცდის) ნიადაგის დამუშავებისას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.