რკინისა და ალუმინის ჟანგების წყალთან ნაერთები. რკინის ჰიდროჟანგეულებია: ლიმონიტი - 2Fe₂ O₃ -3H₂O, გეტიტი 2Fe₂ O₃ -2H₂ O და 2Fe₂ O₃ -H₂O. ისინი კრისტალური მინერალებია და წითელმიწა გამოფიტვის ქერქში, ლატერიტებში, წითელ და ყვითელმიწა ნიადაგებში, ეწერ ნიადაგების ორშტეინიან ჰორიზონტებში წარმოიქმნებიან რკინის ჟანგის ამორფული ნაერთების დაკრისტალებით. ალუმინის ჰიდროჟანგეულების - დიასპორი - AI₂ O₃ -H₂ O, ბოქსიტი AI₂ O₃ - 2H₂O, ჰიდრალგილიტი - AI₂O₃ - 3H₂O, ალოფანი AI₂O₃ -SiO₂ -nH₂ O ისინი წარმოიქმნებიან თბილი და ტენიანი კლიმატის პირობებში ალუმოსილიკატების გამოფიტვისას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.