სილიკატების კლასის ქარსების მსგავსი მინერალების ჯგუფი; წარმოადგენს ფენობრივი აგებულების ალუმინსილიკატებს. რომლებიც ქარსებთან შედარებით შეიცავს მეტ წყალს და შესაძლებელია, ოქსონიუმსაც (Н₃O₁). ჩვეულებრივ, ჰიდროქარსი წარმოადგენს ქარსების კაოლინად, მონტმორილონიტად, ვერმიკულიტად და ქლორიტად ბუნებრივი სტადიური გარდაქმნის შუალედ პროდუქტს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.