C

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰუმ

ჰუმუსიანი და ორგანოგენური ჰორიზონტები

ტორფიანი ჰორიზონტი (T) - წარმოიქმნება ნიადაგის ზედაპირზე, ჭარბი დატენიანების დროს. განსხვავებული ბოტანიკური შედგენილობისა და დაუშლელი ან ნახევრად დაშლილი მვენარეული ნარჩენებისაგან; მკვდარი საფარი (A0) - ზედაპირული ფენა. რომელიც გროვდება ტყეში ან ველზე მცენარეების მიწიზედა და მიწისქვეშა ნარჩენების სახით, სხვადასხვა დროს ჩამოცვენილი მასალის მიხედვით განსხვავებული ხარისხითაა დაშლილი. შედგენილობის მიხედვით განასხვავებენ წიწვიან, ფოთლოვან და ბალახოვან მკვდარ საფარს; კორდიან (Aკ) - მინერალური ჰუმუსიან-აკუმულაციური ზედაპირული ჰორიზონტი, წარმოიქმნება ბალახების ფესვების ნარჩენების დაშლის ხარჯზე, ჰუმუსის დაგროვების შედეგად; მისი მოცულობის ნახევარი ცოცხალი ფესვებისაგან შედგება; მინერალურ ჰუმუსიანი-აკუმულაციური (A₁ ) - ჰორიზონტი უმეტესად მუქი ფერის. მდებარეობს პროფილის ზედა ნაწილში და მასში გროვდება ჰუმუსოვანი ნივთიერებები, რომლების მჭიდროდ არის დაკავშირებული ნიადაგის მინერალურ ნაწილთან; სახნავი ჰორიზონრი (Aსახ.) აგროგენური, ყველა სახნავი ნიადაგის ზედაპირული ჰორიზონტი, 20-30 სმ სისქის, შეცვლილი ხანგრძლივი დამუშავების შედეგად. პლანტაჟირების დროს (მოხვნა 40 სმ -ზე ღრმად) აღინიშნება პლანტაჟირებული (Aპლ.) ჰორიზონტი. დაწიდული (V) - ჰორიზონტი პროფილის ზედა ნაწილში, დატენიანების დროს ხასიათდება გაჯირჯვებით, პლასტიკურობით, წებოვნებით, გამოშრობის დროს დანაპრალებით, მაღალი სიმკვრივით, სიმაგრით, ბელტოვანი სტრუქტურით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9