ნიადაგის ორგანული ნივთიერებების ნარჩენი; ტუტეებში არ იხსნება, შედგება ნაწილობრივ ჰუმინმჟავეებისაგან, მინერალებთან მჭიდროდ დაკავშირებული და ძნელად ხსნადი არასპეციფიკური ორგანული ნარჩენებისაგანაც (მაგ., ქიტინი). ჰუმინის ყომრალი მჟავეები წარმოადგენს ჰუმინმჟავების ფრაქციას, რომელიც 2NaCI pH – 7,0 - ის დროს არ ილექება წყლიანი ხსნარებიდან. ხასიათდება სხვა მჟავეებთან შედარებით ჰუმინი მაღალი ხსნადობით და ამოძრავების ხარისხით; გამოირჩევა აზოტისა და ამინმჟავების გადიდებული, ხოლო ნახშირბადის შემცირებული რაოდენობით. ჰუმინის რუხი მჟავეები წარმოადგენს ჰუმინმჟავების ფრაქციას, რომელიც წყლიანი ხსნარებიდან არ ილექება 2HNaCL 7,0 pH – ის დროს. გამოირჩევა მაღალი მოლეკულური წონით, ნახშირბადის დიდი, ხოლო აზოტისა და ამინმჟავების მცირე შემცველობით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.