C

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბაზ ბაკ ბალ ბამ ბარ ბაქ ბაღ

ბაქტერიული ნეკროზი

ნეკროზით ავადდება ციტრუსოვან მცენარეთა ტოტები, ფოთლები და ნაყოფები. ავადმყოფბა პირველად ღეროს მუხლებზე, ეკლებისა და ფოთლის მიმაგრების ადგილზე, იშვიათად მუხლთაშორისებზეც გვხვდება. ციტრუსოვანთა სახეობისა და ჯიშების მიხედვით სიმპტომები ცვალებადია. ლიმონზე პირველი ნიშნები შეიმჩნევა ტოტებზე, ფოთლის მიმაგრების ადგილას მურა ლაქის სახით, რომელიც შემდეგ მოწითალო პრიალა ხდება. ლაქა ცოტათი ამობორცილია და მკვეთრად არის განსაზღვრული საღი ქსოვილისაგან. ლაქით შემორკალვის შემდეგ ღეროს ზედა ნაწილი ხმება. მანდარინის დაავადების დროს ყლორტების გასწვრივ შავი ფერის გრძელი ლაქები ჩნდება, რომლებიც მუხლთაშორისებში სწრაფად იწვევს ღეროების შემორკველვას, შემდგომში მათ ხმობას. ფოთლების დაავადების დროს იგი სხვადასხვა ზომის შავი ლაქით იფარება, რაც უმეტეს შემთხვევაში ყუნწის მხრიდან იწყება, ვითარდება მთავარი ძარღვის გასწვრივ და თანდათან გრეხს მას. ნაყოფების დაავადება ჩვენში იშვიათი მოვლენაა, ავადმყოფობა მუქი ყავისფერი ან მოშავო ლაქების სახით ვლინდება, რომელიც ნაყოფის კანზე ვითარდება, რბილობში კი არ გადადის. ციტრუსების ბაქტერიული ნეკროზით გამოწვეული მავნეობა გამოიხატება შემდეგში: ყლორტებისა და ტოტების დაავადების შემთხვევაში იწყებს მათ ხმობას, რითაც ძალზე მცირდება ზრდა და სანაყოფე კვირტების რაოდენობა, რაც თავისთავად მიმდინარე და მომავალი წლის მოსავლის უშუალო შემცირების საწინდარია. ფოთლების დაავადების დროს მცირდება საასიმილაციო ფართი, რაც შემდეგში მცენარეს ასუსტებს. ნაყოფების დაავადების დროს მცირდება მოსავალი და უარესდება სასაქონლო ღირებულება. ბაქტერიული ნეკროზის გამომწვევი სოკო ცხოველმყოფელობის ინარჩუნებს მოჭრილ ტოტებზე 7 თვეს, ხოლო ცოცხალ ტოტებზე ბაქტერია ადრე კარგავს ცხოველმოქმედების უნარს იქ არსებული ანტაგონისტი მიკროორგანიზმების ზემოქმედებებით. ცირტუსოვანთა ბაქტერიული ნეკროზი ზიანის მომტანია სანერგის პირობებშიც. დაავადების სიმპტომები ისეთივეა, როგორც ბაღებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9