C

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰუმ

ჰუმუსი

ნიადაგის ორგანული, ჩვეულებრივ, მუქად შეფერილი ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად. ჰუმუსის შედგენილობაში შედის ჰუმინომჟავები (დიდი მნიშვნელობა აქვთ ნიადაგის ნაყოფიერებისათვის) და ფულვომჟავები (კრენისა და აპოკრენის). ჰუმუსი შეიცავს მცენარის კვებისათვის საჭირო ყველა ელემენტს, რომლებიც მიკროორგანიზმების ზემოქმედებით მცენარისათვის ადვილად შესათვისებელი ხდება. ჰუმუსს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს შავმიწები. შედარებით მცირე რაოდენობითაა ჰუმუსი ეწერ და რუხ ნიადაგებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9