C

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბაზ ბაკ ბალ ბამ ბარ ბაქ ბაღ

ბაქტერიული შავი ლაქიანობა ანუ მეჭეჭიანობა

L. (Xanthomonas campestris pv. Visicatoria D.)
დაავადება ვლინდება ახალგაზრდა და ზრდასრულ მცენარის მიწისზედა ორგანოებზე. ფოთლებზე ლაქები წვრილია, მომრგვალო, თანდაპირველად ზეთოვანი, მუქი მწვანე ღერო და ყუნწები ასევე იფარება მოგრძო შავი ლაქებით. ნაყოფებზე ჩნდება ამობურცული მეჭეჭისებური შავი წერტილები, რომლებიც გარშემორტყმულია სველი არშიით. ზოგიერთ წელს, ხშირი ნალექებისას დაავადებული ღეროები სკდება. ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს დაავადებული თესლი და დამპალი მცენარეული ნარჩენები. დაავადების შედეგად მცირდება მოსავლიანობა და უარესდება მისი ხარისხი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9