C

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბაზ ბაკ ბალ ბამ ბარ ბაქ ბაღ

ბაღჩეული კულტურების ჭკნობა

L. (Fusarium nivale (Fr.) Ces.)
ეს სოკო აზიანებს ნესვს, საზამთროს, გოგრას და სხვა ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებს, დაავადების ნიშნებია ჯერ ფოთლების, შემდეგ მთელი მცენარის ტურგორის დაკარგვა-გამოშრობა. ტრაქეომიკოზერი დაავადებაა და უმთავრესად ნიადაგის სოკოებითაა გამოწვეული. დაავადების გამომწვევი სოკო მცენარეში იჭრება ფესვის დაზიანებული ქსოვილიდან, ფესვის ბუსუსებიდან; ვითარდება ფესვის ყელისა და ღეროს გამტარ კონებში; გამოყოფილი ტოქსინით აფერხებენ მცენარის ზრდა-განვითარებას. დაავადების სიმპტომებია მცენარის წვეროს, შუა და ქვედა იარუსის ფოთლების შეჭკნობა, ფოთლის აჭრელება, ტურგორის დაკარგვა, მასზე წვრილი ნაყოფიაბობის განვითარება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9