L. (Sclerotinia sclerotiorum Fuckel) თეთრი სიდამპლე გოგრისებრთა კულტურების, ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მისი ნიშნებია ღეროს ქვედა ნაწილის, ნამხრევების ძირის, ფოთლის ყუნწების, პწკალის და ნაყოფის დაზიანება; ღეროს დაზიანებული ქსოვილის ჯერ გაწყლიანება, შემდეგ კი ნაადრევი ხმობა. დაავადების გამომწვევი გვხვდება ნიადაგში; ვეგეტაციის პერიოდში ვრცელდება მიცელიუმით, სოკოს სპორებით, აგრეთვე დაავადებულ მცენარეთა მოვლის დროს, მარგვლით, თოხნით, რწყვით, ნაყოფის კრეფით და სხვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.