C

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბაზ ბაკ ბალ ბამ ბარ ბაქ ბაღ

ბაღჩის ბუგრი

L. (Aphis gossypii Glov.)
ბაღჩის ბუგრი კულტურულ და ველურ გოგროვანთა მცენარეების - ნესვის, კიტრის, გოგრისა და სხვათა ფოთლების ქვედა მხარეს სახლდება და ქსოვილებიდან წუწნის მცენარის წვენს, რის გამოც ფოთლის ძარღვები ზიანდება და იკრუნჩხება. ბუგრები, გარდა ფოთლებისა, ყლორტებს (ლართხს) და ყვავილების ყუნწსაც აზიანებენ და ნაყოფი (ნასკვი) ვეღარ ვითარდება. პირველ ხანებში, როდესაც მცენარე ნაზია და დიდი რაოდენობის წვენს შეიცავს, ბუგრები ხარბად იკვებებიან და დიდი რაოდენობით გამოყოფენ ტკბილ თხიერ ექსკრემენტებს. ეს ექსკრემენტები caproidium-ის გვარის საპროფიტული სოკოებისათვის საუკეთესო სუბსტრატს წარმოადგენს. ასეთი მცენარეები, როგორც წესი, ჭიანჭველებს, ბუზებს, კრაზანებს და სხვა მწერებს ძალიან იზიდავენ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9