C

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბიგ ბით ბინ ბიო ბირ ბის ბიტ ბიშ ბიც

ბიოგენური ახალქმნილები

ნიადაგში ცოცხალი ორგანიზმების უშუალო მონაწილეობით წარმოიქმნება; ასეთებია: ა. ნაფესვარები - მსხვილი ფესვების დაშლის შემდეგ ნიადაგში დარჩენილი ღრუები, რომლებიც მიწით ივსება; ბ. ჭიის ნაყარი - ჭიაყელებისა და სხვა წვრილი ცხოველების მიერ გაკეთებული 1 – 2 სმ - მდე დიამეტრიანი სავალი ღრუები, შევსებული იმავე ჰორიზონტის ნიადაგით; გ. ნათხუნელარები - მთხრელი მღრღნელების სავალი ღრუები და ბუდეები: ნიადაგის კედლებზე გამოისახება 10-12 სმ დიამეტრის მომრგვალო ლაქები შევსებული ზედა ან იმავე ჰორიზონტის ნიადაგით; დ. ინსექტოლითები - ნიადაგის კოშტები; გვხვდება ნიადაგის ზედა ჰორიზონტებში ან მის ზედაპირზე; იგი ჭიანჭველების ან სხვა მთხრელი მწერების ამონაყარი მასალაა შეკოწიწებული მათივე გამონაყოფებით; ე. კოპროლითები - ჭიაყელებისა და ზოგიერთი მწერის ექსკრემენტებით წარმოდგენილი ნიადაგური კოშტები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9